თბილი მწერალი

^^^

რა მემართება! უფრო და  უფრო აუტანელ მოვლენად მეჩვენება გულმშვიდი მთხრობელობა, – რომ დაიწყებ და თხრობ და თხრობ სიტყვების, სახეების დაგემოვნებით, უსაშველოდ გრძლად. სად გყავს მაშინ წარმოდგენილი, სად ზის შენი მკითხველი ტელევიზორიანი ბინაში?

წ ე რ ი ლ ი ს  ბ ო ლ ო

… გამწყრალი, გაბოროტებული მზე. აუ, ახლა თუშეთში! დგრიალით რომ ჩამოდის დელგმა და ცას ჭახანით ჩამოხევს მეხი! რომ ზიხარ დერეფანში, მოხურული გაქვს მხრებზე თბილი რამ და გაბრწყინებული უყურებ ღრუბლებისა და ელვების ერთმანეთში ბოჟირს სონეხზე! რომ მოთახთახებენ მის კალთებზე ნიაღვრები…

^ ^ ^

სამყაროს პოეტური აღქმა წყაროა ტკივილებისა. სხვაზე რომ არაფერი ითქვას, მშვენიერება ხომ თვითონ შეიცავს ტკივილს. მაგრამ იგივე აღქმა წყაროა სიმტკიცისაც. ესაა სწორედ ის, რაიც მშველის, რომ არ გავბოროტდე. მამადავითის თავზე ხეების კენწეროზე წამოდებულ ნისლს შეუძლია ბევრი რამ მაპატიებინოს ბევრისათვის.

^ ^ ^

ოცდათხუთმეტის არ არის და უკვე ისეთი მშვიდი, ისეთი ყოვლისმხილველი, ყოვლისგანმცდელი თვალები აქვს, შიში აგიტანს და მის მაყურებლს. წინწკალს, წინწკალს ვერ აღმოუჩენ ოცნებისას, ნატვრისას, უამისოდ კი ქალის თვალების სილამაზე ვინ თქვა!

Continue reading “თბილი მწერალი”

ო რ კ ა პ ი კ ი ა ნ ი

ხელის გულზე ორკაპიკიანი კრთის. ასკინკილით მივუყვები ქუჩას. სულ ცოტა ხანში კი ორკაპიკიანებით და ატყორცნილი ფიქრებით მივრბივარ ტელეფონის ჯიხურისაკენ. დავრეკავ… სადღაც შორიდან გავიგონებ შენს ხმას, მერე შენ ილაპარაკებ, ილაპარაკებ, მე მხოლოდ მოგისმენ. „ნეტა თუ მიხდება კიკინები?“ ― ვფიქრობ და მაღაზიის მინაში ვათვალიერებ თავს, თითქოს შენტან შესახვედრად მოვდიოდე. „რა სულელი ვარ, მე ხომ მხოლოდ უნდა დავრეკო, – ვიცინი, – ნახე, როგორ ვიპრანჭები?“… 

მახსენდება: ტელეფონით ვლაპარაკობდით. „რა ლამაზი ხარ, მე შენ გხედავ“… იმის მერე და მერე დამჩემდა საკუთარ თავზე ასე ზრუნვა, თიტქოს მართლა მხედავდე, ისე ვიწესრიგებ თავს დარეკვის წინ. ჩვენ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, ამიტომაც დილიდანვე ვიწყებ ფიქრს ორკაპიკიანებზე… დღესაც ასე იყო და აი, ახლა ჯიხურისაკენ მივფრინავ, სულ ცოტაც და ჩემს სამყაროში შენი ხმა გაიღვიძებს. ხანდახან ისეც კი ხდება, რომ დღეში ორჯერ გირეკავ… მაშინ უნდა შემხედო!.. აუუ, ეა საოცარი სითბოთი ვაგროვებ ორკაპიკიანებს. ბავშვივით ვჭირვეულობ ― უმიზეზოდ ვუჯავრდები ყველას და… საღამოც მოდის, ვრეკავ. Continue reading “ო რ კ ა პ ი კ ი ა ნ ი”

”ეგ ვაჟი გყვარობსო”

”ეგ ვაჟი გყვარობსო”, – დამცინეს ქალებმა.
სიწითლე ღაწვებზე დავმალე გრძელ თმაში…
”რაად გაყუჩდიო”, – და ენა თუ დამება,
კოკა მხარს მოვიდგი, გზად გულის თამაშით..

წასვლამდე ქურდულად მოგტაცე თვალები,
სიანცით დავუყევ დაშამბულ ფერდობებს,
შავნამ რომ ფრუტუნით ალესა ნალები,
ბალახზე სურვილი დააჩნდა ცხელ ფლოქვებს…

,,ალბათ თუ მამხედა”, – ჩავკეცე ღიმილი,
ზედ ტუჩზე მზერამ რომ ამიწვა საკაბე…
ცოლი ვყოფილიყავ, უმალ დამიშლიდი
ეშმაკურ მზერას და ეხლა კი – ავახმე!.. Continue reading “”ეგ ვაჟი გყვარობსო””