თბილი მწერალი

^^^

რა მემართება! უფრო და  უფრო აუტანელ მოვლენად მეჩვენება გულმშვიდი მთხრობელობა, – რომ დაიწყებ და თხრობ და თხრობ სიტყვების, სახეების დაგემოვნებით, უსაშველოდ გრძლად. სად გყავს მაშინ წარმოდგენილი, სად ზის შენი მკითხველი ტელევიზორიანი ბინაში?

წ ე რ ი ლ ი ს  ბ ო ლ ო

… გამწყრალი, გაბოროტებული მზე. აუ, ახლა თუშეთში! დგრიალით რომ ჩამოდის დელგმა და ცას ჭახანით ჩამოხევს მეხი! რომ ზიხარ დერეფანში, მოხურული გაქვს მხრებზე თბილი რამ და გაბრწყინებული უყურებ ღრუბლებისა და ელვების ერთმანეთში ბოჟირს სონეხზე! რომ მოთახთახებენ მის კალთებზე ნიაღვრები…

^ ^ ^

სამყაროს პოეტური აღქმა წყაროა ტკივილებისა. სხვაზე რომ არაფერი ითქვას, მშვენიერება ხომ თვითონ შეიცავს ტკივილს. მაგრამ იგივე აღქმა წყაროა სიმტკიცისაც. ესაა სწორედ ის, რაიც მშველის, რომ არ გავბოროტდე. მამადავითის თავზე ხეების კენწეროზე წამოდებულ ნისლს შეუძლია ბევრი რამ მაპატიებინოს ბევრისათვის.

^ ^ ^

ოცდათხუთმეტის არ არის და უკვე ისეთი მშვიდი, ისეთი ყოვლისმხილველი, ყოვლისგანმცდელი თვალები აქვს, შიში აგიტანს და მის მაყურებლს. წინწკალს, წინწკალს ვერ აღმოუჩენ ოცნებისას, ნატვრისას, უამისოდ კი ქალის თვალების სილამაზე ვინ თქვა!

Continue reading “თბილი მწერალი”

Зло неистребимо…

Зло неистребимо. Никакой человек не способен уменьшить его количество в мире. Он может несколько улучшить свою собственную судьбу, но всегда за счет ухудшения судьбы других. И всегда будут короли, более или менее жестокие, бароны, более или менее дикие, и всегда будет невежественный народ, питающий восхищение к своим угнетателям и ненависть к своему освободителю. И все потому, что раб гораздо лучше понимает своего господина, пусть даже самого жестокого, чем своего освободителя, ибо каждый раб отлично представляет себя на месте господина, но мало кто представляет себя на месте бескорыстного освободителя.

“Трудно быть богом”

ალექსანდროვის ბაღის ფოთლები

 

21.11.2012

ვსხედვართ სკამზე და გავყურებთ ალექსანდროვის ბაღს: სულმთლად ჭადრის გაშემოდგომებული ფოთლებითაა სავსე, თბილ, მზისფერ ყვითლად.. ვნანობ, რომ ფოტოაპარატი არ მაქვს თან. ჰჰ..
– ააა, რა ბედნიერი ხალხია.. – ვამბობ მე.
– ვინ?
– მეეზოვეები..
– რატომ?
– ააა, გახედე, შემდგომის ფოთლებს აგროვებენ.. გვიან.
– უიმე, კარგი, რა..
– აიი, რა?
– რად გინდა?
– აუჰ, რას ამბობ. ყვითელ-ყვითელ ბედიერებას აგროვებენ.. სიამოვნებით დავგვიდი მეც..
– მე – არა.. – ცხვირს იბზუებს ჩემი მაკრინე.
– მე – კი.
– იიჰ, კარგი, რა.. – მეუბნება და საუბარი სხვა თემაზე გადააქვს.
მერე წავიდა.

* Continue reading “ალექსანდროვის ბაღის ფოთლები”

ხევსურეთი :>

ოცითებერვალი.
სკოლისდრო.

ჩვეულებრივ წავედი სკოლაში.
არაფერი მომხდარა განსაკუთრებული.
სრულიად წყნარად მიდიოდა დღე.
გეოგრაფია გაგვიცდა. დამრიგებელი გვეჯდა კლასში.
მე ლიკასთან და მაკასთან ვიჯექი.
მერე სხვებიც მოვიდნენ ჩვენს მერხებთან
(როგორც ყოველთვის, „ცოტა“ ხმაური იყო კლასში).
მე მომწყინდა ამათთან ჯდომა და დავტოვე იქაურობა.
სოფოსთან, ნატასთან და თეონასთან გადავჯექი.

სიმღერა გვინდოდა გაკვეთილის დაწყებიდანვე.
მე ვთქვი, ხალხი რა ბედნიერია,
მიაქვთ კლასში ფანდური და მღერიან,
ჩვენთან კიდევ არაფერი ხდება-მეთქი…
დამეთანხმნენ… მერე მკითხეს: რაზე უკრავო.
ფანდურზე დაკვრა იციო?
ვუთხარი, თქვენც ჰო იცით, პიანინოზე რომ ვცოდვილობ-მეთქი
(ნატაც დადიოდა და მეოთხე კლასიდან გამოვიდა,
ვეღარ გაუძლო. არც აინტერესებდა… ო.ო),
ფანდურზე არ ვიცი, მაგრამ არაა-მეთქი ძნელი,
კიდევ ბალალაიკაზე ვუკრავ-მეთქი.
ბალალაიკა რა არისო… ო.ო
ვერაფრით ავუხსენი, როგორი რა იყო. Continue reading “ხევსურეთი :>”

კანუდოსი

ხელები მექნება მზისგან დაფერილი.

თეთრ ღრუბელს მოგიწყვეტ მეცხრე ცის ტოტიდან…

ლურჯ მთებში იქნება ჭექაც და ქუხილიც,

თუ დღემდე უგულოდ ამაყი გგონივარ.

 

რა ვქნა, თუ სისხლში მაქვს, ავმაღლდე ზეცამდე,

დავიპყრო ქათქათა მყინვართა გულები.

არა მაქვს სურვილი, შავ-თეთრად ვიცხოვრო.

მათხოვე ლამაზი, ფერადი ფურცლები, –

 

გაჩუქებ ქაღალდის ორიგამ-წეროებს.

მზიურად დავფერავ ნატიფ და ველურ ფრთებს.

ო, ყელი ექნებათ ისეთი ლამაზი,

თვით მიქელანჯელოს დავითსაც შეშურდეს…

 

ხელები მექნება ზეცისკენ აწვდილი

და შუაღამისას, თითებს რომ გავბლანდავ,

იქნებ იმ მახეში მთვარეც მოვამწყვდიო,

ჩემთან დავიტოვო, უფასო სანათად.

. . .

ო, ჩვენ ბედნიერნი ვიცხოვრებთ კანუდოსს,

არ გადაიწვება თეთრ-თიხის ქალაქი…

არასდროს არ მოვლენ იქ კამორელები.

ორივე ვიქნებით მზიანად ამაყი!

 

24თებერვალი.

23სთ.

ის ერთი…

 

 

I want to be there when you call
I want to catch you when you fall
I want to be the one you need
I want to be the one you breathe

Today’s the day we’ll fade away, oh
Today’s the day we’ll fade away, oh
Today’s the day we’ll find our way around
Today’s the day we’ll fade away

I want to be there when you cry
And when you’re down I’ll help you fly
I want to be the one you need
I want to be the one you breathe Continue reading “ის ერთი…”

მზის ჭინკა

 

მე წარმართივით მზეს ვცემ თაყვანს,

ალბათ შემატყეთ.

მგონი, წინაპრის სისხლი ყივის,

სხვა რა ვიფიქრო…

თუნდ გადახედეთ ამ ჩემს ლექსებს,

რამდენი მზეა…

მინდა, ყოველდღე

მზისსაფერი სიტყვა ვიყვირო!

აქ, ამ ადგილას იყო ადრე

დიდმზის ტაძარი

და ჩემი ხალხი კრძალვით, რიდით

უმზერდა ცის თაღს.

მათთვის მზე იყო

დასაბამი ყოველ სიცოცხლის,

სითბოს მომცემი,

ყველაფერზე მაღალი, წმინდა!

დღესაც ასეა და მე ამ ლექსს

მზეს ვუძღვნი ისევ.

თუმცა არც მთვარე მავიწყდება

ოდესმე მზექალს…

წარმართი არ ვარ, მაგრამ

არის ჩემში რაღაცა,

რაც მასურვილებს, რომ

წარმართი მზის ჭინკა მერქვას.

მე, ბუნებასთან თანაზიარს,

მხიბლავს წყლის ხმა  და

მწვანე გაზაფხულს ვეგებები

მზიურ იმედით.

ვაღმერთებ ცეცხლს და

მოლხენასაც კოცონთან ვარჩევ,

ვარ მთის შვილი დამზემდე ლაღი,

სულით მზისფერი.

მე წარმართივით მზეს ვცემ თაყვანს,

ალბათ შემატყეთ,

თუმცა ოცნებით მაინც მუდამ

სავსე მთვარე ვარ…

წარმართი არ ვარ, მაგრამ

არის ჩემში რაღაცა,

რაც მასურვილებს, რომ

წარმართი მზის ჭინკა მერქვას!

2012 წელი, იანვრის 15, 03:08 სთ.